მაიკ პენსი - პუტინი უკრაინას თუ დაიპყრობს, ბევრი დრო არ დასჭირდება რუსი სამხედროების მიერ იმ საზღვრის გადაკვეთას, როცა აშშ-ს მათ წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევს
ვლადიმერ პუტინი თუ უკრაინას დაიპყრობს, რუსი სამხედროების მხრიდან ბევრი დრო არ დასჭირდება იმ საზღვრის გადაკვეთას, როდესაც აშშ-ს მათ წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მაიკ პენსმა განაცხადა.
პენსის თქმით, აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია, უკრაინელ სამხედროებს მისცეს ის მხარდაჭერა, რომელიც მათ საბრძოლველად და რუსული შეჭრის მოსაგერიებლად ესაჭიროებათ.
„მე რეიგანის ძველი დოქტრინის მჯერა. თუ თქვენ მზად ხართ, შეერთებული შტატების მტერს საკუთარ მიწაზე ებრძოლოთ, ჩვენ მოგცემთ საშუალებებს, რომ ებრძოლოთ მათ იქ, რათა ჩვენს სამხედროებს არ მოუწიოთ მათთან ბრძოლა“, – განაცხადა მაიკ პენსმა.