აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მოულოდნელი ვიზიტით ერაყში ჩავიდა. ალ ასადის ავიბაზიდან მაიკ პენსი ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონს ესტუმრა და ერბილში, რეგიონის პრეზიდენტთან, ნეჩირვან ბარზანისთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ქურთების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა.
მაიკ პენსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ერაყში და სირიაში მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერა უცვლელია.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ერაყში სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავით ჩაფრინდა და აეროპორტიდან ტელეფონით ესაუბრა ერაყის პრემიერ-მინისტრს, ადელ აბდულ მაჰდის. ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის და ერაყის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ გაიმართა, რადგან ქვეყანაში საპროტესტო აქციებია.