მაიკ პენსი - აშშ-ს იმედი აქვს, რომ მადურო ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას დათანხმდება
აშშ-ს იმედი აქვს, რომ მადურო ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას დათანხმდება. ეს განცხადება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ვაშინგტონმა, ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი, ხუან გუაიდო აღიარა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დათანხმდება ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას და აღიარებს ხალხის ნებას, რომ ქვეყანამ წინ უნდა წაიწიოს და მიიღებს ახალ პრეზიდენტ ხუან გუაიდოს“, – განაცხადა მაიკ პენსმა.
23 იანვარს გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე, ხუან გუაიდომ საკუთარი თავის ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ქვეყნის დროებით პრეზიდენტად ის უკვე აღიარა აშშ-მა, ბრაზილიამ, არგენტინამ, პერუმ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, კოლუმბიამ, კოსტა რიკამ, გვატემალამ და საქართველომ.