მაიკ ჯონსონი - ჯო ბაიდენის მხრიდან ულტიმატუმი არა ისრაელისკენ, არამედ „ჰამასისკენ“ უნდა იყოს მიმართული
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.
ჯონსონის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ულტიმატუმი „ჰამასისკენ“ უნდა იყოს მიმართული და არა ისრაელისკენ.
„ჰამასმა“ წინააღმდეგობა გაუწია ცეცხლის შეწყვეტას, გამოიწვია არასაჭირო სისხლისღვრა, უარს აცხადებს ისრაელისა და ამერიკელი მძევლების გათავისუფლებაზე. ბაიდენმა არ უნდა დააკნინოს ჩვენი მოკავშირე ეგზისტენციალური საფრთხის ფონზე, ჩვენი მხარდაჭერის გათვალისწინებით“, – წერს ჯონსონი სოციალურ ქსელში.
ამერიკის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თეთრი სახლის ცნობით, „ჯო ბაიდენმა განუმარტა ისრაელს, რომ აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანის, ჰუმანიტარული ტანჯვისა და დამხმარე მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.