მაიკ ჯონსონი - ბაიდენი თუ არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა
მაიკ ჯონსონი - ბაიდენი თუ არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.

„ჯო ბაიდენი თუ არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის. მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა. 5 ნოემბრამდე საკმაოდ ბევრი დროა დარჩენილი“, – განაცხადა მაიკ ჯონსონმა.

ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა მოხსნა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა იყო ხელახლა არჩევა, მჯერა, ჩემი პარტიისა და ქვეყნის ინტერესებშია განზე გადგომა და მხოლოდ ჩემი ვადის დარჩენილ პერიოდზე ფოკუსირება“, – აღნიშნავს ჯო ბაიდენი გამოქვეყნებულ წერილში.

ამასთან, ბაიდენი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭერს მხარს.