მაიამიში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
მაიამიში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა, – ამის შესახებ მაიამის პოლიციის წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე მაშველები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები მუშაობენ.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ინციდენტის შედეგად ჰოსპიტალიზებულია 10 ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.
სამხრეთ ფლორიდაში მდებარე 950-ტონიანი საფეხმავლო ხიდი ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მაგისტრალზე ჩამოვარდა.
როგორც ამერიკული მედია იტყობინება, მაიამიში საფეხმავლო ხიდი შაბათს აღმართეს. ხიდი დაჩქარებული მეთოდით ააშენეს.