მაია სანდუ - ვგმობ რუსეთის სასტიკ თავდასხმას ოდესის რეგიონში საპორტო ინფრასტრუქტურაზე, მოლდოვა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით
მოლდოვის პრეზიდენმა, მაია სანდუმ რუსული ძალების მიერ ოდესის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო.
როგორც მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს, მოლდოვა განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.
„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის სასტიკ თავდასხმას ოდესის რეგიონში საპორტო ინფრასტრუქტურაზე. რუსეთმა უნდა აგოს პასუხი ინფრასტრუქტურის ყველა განადგურებაზე. ჩემი ფიქრები დაზარალებულებთანაა. მოლდოვა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით“, – წერს მაია სანდუ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები ოდესის რეგიონს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. საჰაერო ძალებმა გაანადგურეს 22 უპილოტო საფრენი აპარატი. დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ხანძრის გამო ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.