მაია სანდუ - მივესალმები, მოლდოვასა და უკრაინასთან პირველ მთავრობათაშორის კონფერენციას, რომელიც 25 ივნისს გაიმართება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და უფრო ძლიერი, ერთიანი ევროპისკენ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროკავშირის ელჩების მიერ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოფორმატის შეთანხმებაზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, მივესალმო ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის განცხადებას, მოლდოვასა და უკრაინასთან პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციების შესახებ, რომელიც 25 ივნისს გაიმართება. ეს არის მოლდოვისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და უფრო ძლიერი, ერთიანი ევროპისკენ“, – დაწერა მაია სანდუმ.
ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოფორმატი შეათანხმეს.
მომდევნო ეტაპია სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც 25 ივნისს გაიმართება და რომელზეც ოფიციალურად სტარტს აიღებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.