მაია სანდუ დნესტრისპირეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ დნესტრისპირეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს.
როგორც პრეზიდენტის ვებგვერდზეა აღნიშნული, საგანგებო სხდომა მოლდოვის დროით, 13:00 საათზე გაიმართება, ხოლო 15:00 საათზე დაგეგმილია პრეზიდენტის პრესკონფერენცია.
შეგახსენებთ, 25 და 26 აპრილს დენსტრისპირეთში რამდენჯერმე გაისმა აფეთქებებისა და სროლის ხმა. თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება დილის 06:40 და 07:05 საათზე მოხდა. განადგურებულია ერთი და 0,5 მეგავატის მქონე სიმძლავრის ანტენები. კომპლექსი მდებარეობს სოფელ მაიაკში, გრიგორიოპოლის რაიონში, რომელიც აშენდა სპეციალურად ამ ობიექტის მომსახურებისთვის და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 10 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.