მაია სანდუ - არსებობს მექანიზმები, რომ არ ჩამოვიდნენ ქვეყნებში ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ემსახურებიან მოლდოვის ინტერესებს, ყველაფერი კონტროლდება, ამ კუთხით არ არსებობს დიდი პრობლემები
მაია სანდუ - არსებობს მექანიზმები, რომ არ ჩამოვიდნენ ქვეყნებში ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ემსახურებიან მოლდოვის ინტერესებს, ყველაფერი კონტროლდება, ამ კუთხით არ არსებობს დიდი პრობლემები

უსაფრთხოების რისკები ბევრად უფრო მაღალია დღეს, ვიდრე სხვა დროს. ჩვენი ორგანოები არიან ინფორმირებული და გააკეთებენ ყველაფერს, რათა დარწმუნდნენ, რომ ადამიანები, რომელთაც აქვთ ცუდი განზრახვები და რომელთაც სურთ, დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, მოლდოვაში არ ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ მოდლოვაში რუსეთი მოქალაქეების ჩასვლის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, მოლდოვაში პრობლემა ამ ეტაპზე არ არის.

„ბევრი მოქალაქე არის ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს – რუსეთის მოქალაქეობაც და მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეობაც, ასევე ნაწილი ადამიანებისა, რომელთაც აქვთ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა და არ აქვთ მოლდოვის მოქალაქეობა და ისევე როგორც ხდება სხვა ქვეყნების მოქალაქეებს შორის. მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს ომი, არსებობს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ უსაფრთხოებას, რომ არ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყნებში ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ემსახურებიან მოლდოვის რესპუბლიკის ინტერესებს, ყველაფერი კონტროლქვეშ არის. არ არსებობს დიდი პრობლემები ამ კუთხით. რა თქმა უნდა უნდა გავაგრძელოთ მონიტორინგი და მივიღოთ გადაწყვეტილებები და ვიმოქმედოთ ისე, როგორც იქნება საჭირო“, – განაცხადა სანდუმ.

ამასთან, მაის სანდუს კითხვა დაუსვეს მოლდოვაში გამართულ აქციაზეც.

„პოლიციამ ნახა ბევრი დარღვევა გუშინდელ დემონსტრაციაზე. ამ დემონსტრაციის ორგანიზატორებმა არ უზრუნველყვეს პროტესტის კანონიერი განხორციელება, იყო ასევე აკრძალული ობიექტები, სადაც არ არის ნებადართული მშვიდობიანი პროტესტი, დემონსტრაცია. შესაბამისად, იყო საჭირო რომ ჩართულიყვნენ. დიდი მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მშვიდად და სწრაფად აღადგინეს საზოგადოებრივი სიმშვიდე“, – განაცხადა სანდუმ.