მაია ომიაძე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად გეგმავს ჩინეთში მარკეტინგული კამპანიების გამართვას
მაია ომიაძე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად გეგმავს ჩინეთში მარკეტინგული კამპანიების გამართვას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ, ეხმაურება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ აქტივობებს გეგმავს ჩინეთში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.

„ჩინელი ტურისტები ძალიან აქტიურად მოგზაურობენ მთელ მსოფლიოში და ნამდვილად ძალიან სასურველი ტურისტები არიან და გამოირჩევიან შორ დისტანციაზე მოგზაურობით, ხანგრძლივი დასვენებით და შესაბამისად, მაღალმხარჯველუნარიანობით. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების დამატებისა და სიხშირეების გაზრდის შესახებ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალი წლიდან ძალიან აქტიურად დაიწყებს ჩინეთში მარკეტინგული კამპანიების გამართვას, როგორც საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ასევე ბიზნესის დაახლოების მიზნით. ჩვენ წავიყვანთ ქართულ ტურისტულ კომპანიებს ჩინეთში, დავეხმარებით ადგილობრივ ბიზნესთან კონტაქტების დამყარებაში, საქართველოში ჩამოვიყვანთ ჩინურ ტურისტულ კომპანიებს, ერთობლივად გაცვლით ტურებს მოვაწყობთ, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების გაზრდად ჩინეთიდან საქართველოში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.