მაია ცქიტიშვილის განმარტებით, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის ძალაში დატოვებით, დაკომპენსირდება სხვა შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული გაზრდილი მობილობა
მაია ცქიტიშვილის განმარტებით, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის ძალაში დატოვებით, დაკომპენსირდება სხვა შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული გაზრდილი მობილობა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, შეზღუდვების მოხსნით გამოწვეულ გაზრდილი მობილობის დაკომპენსირება საჭიროა, რის გამოც  21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.

გადაადგილების შეზღუდვაზე არანაირი ცვლილება არ არის. როგორც დადგენილი იყო, 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება. ამის მიზეზი არის ის, რომ გადაადგილების მობილობა, რომელსაც სკოლების, ტრანსპორტის, კაფეების ღია სივრცეების გახსნით დავაგენერირებთ, უნდა დაკომპენსირდეს სხვა ტიპის შეზღუდვით. უფრო სწორიც იქნება, თუ კიდევ უფრო გამკაცრდება ეს გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა ვითვალისწინებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესს და ამიტომ 21:00 საათს არ ვეხებით. ასევე, როგორც აღვნიშნე, შაბათ-კვირას არ იმუშავებს მაღაზიები, სურსათის მაღაზიების გარდა, ასევე შეზღუდული იქნება ბაზრობების და ღია სივრცეში კაფეების მუშაობა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.