მაია ცქიტიშვილი - უმრავლესობის ერთიანობას არაფერი ემუქრება და ვაგრძელებთ მუშაობას დასახული გეგმის შესასრულებლად
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთიანობას არაფერი ემუქრება.
მისი განცხადებით, მთვრობას საკანონმდებლო ორგანოსა და მმართველი გუნდში პოზიტიური, საქმიანი ურთიერთთანამშრომლობაა.
„არ დაგიდასტურებთ, რომ დაპირისპირებაა უმრავლესობაში. ეს არის უფრო სხვადასხვა სპეკულაციური განცხადებები. მთავრობასა და პარლამენტის მმართველ გუნდს ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. როგორც არაერთხელ აღნიშნეთ, მმართველ გუნდში და უმრავლესობაში ძალიან ბევრი ადამიანი შედის და ამ ადამიანებს აქვთ თავისი პოზიციის გამოხატვის სრული თავისუფლება. შესაბამისად, ეს ის პროცესია, სადაც ჩვენ ყველანი ერთად აზრზე შეიძლება არ ვიყოთ. უმრავლესობის ერთიანობას არაფერი ემუქრება და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დასახული გეგმის შესასრულებლად”, – განაცხადა მაი ცქიტიშვილმა.