მაია ცქიტიშვილი - რვა ჩინური კომპანიიდან მივიღეთ შეტყობინება, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო, შეზღუდული ჰქონდათ ქვეყნიდან გასვლა
ჩინეთიდან დაახლოებით 500 სპეციალისტი ვერ ჩამოვიდა იმ დროს, როცა იყო გათვალისწინებული მათი ჩამოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ყველა პროექტზე, სადაც ჩინური კომპანიები მუშაობენ, სამუშაოები გრძელდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში განსაკუთრებით აქტიური იყო კორონავირუსის ეპიდემია, რვა ჩინური კომპანიიდან შეტყობინება მივიღეთ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მათ შეზღუდული ჰქონდათ ქვეყნიდან გასვლა. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 500 სპეციალისტი ვერ ჩამოვიდა იმ დროს, როცა იყო გათვალისწინებული მათი ჩამოსვლა. მოგეხსენებათ, რომ ვინც ჩამოვიდა, მოთავსებული იქნა კარანტინში. ეს იყო ის გარემოება, რომ გარკვეული პერიოდით, გარკვეული სპეციალისტების ჩამოსვლა გადავადდეს, რამაც შესაბამისად რამდენიმე თვიანი პროექტის გადავადება გამოიწვიოს, თუმცა შეიძლება არც. არც ერთ პროექტზე მუშაობა გაჩერებული არ არის, რიკოთის მონაკვეთსა და სხვა მონაკვეთებზე, სადაც ჩინური კომპანიები მუშაობენ, მუშაობა გრძელდება. უბრალოდ, ახალი სამუშაო ძალის დამატება და უფრო აქტიური მუშაობა, რაც გვქონდა დაგეგმილი, ვერ ხორციელდება ამ კონკრეტულ ეტაპზე, სამწუხაროდ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.