მაია ცქიტიშვილი - მთავრობაში ცვლილებების არც მოლოდინი და არც საჭიროება არ არის
მაია ცქიტიშვილი - მთავრობაში ცვლილებების არც მოლოდინი და არც საჭიროება არ არის

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

„კვირა არ გადია ისე, რომ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილიყო. ნამდვილად არ მგონია, რომ ასეთი ტიპის სტატიები ან ინფორმაცია სერიოზულად უნდა განვიხილოთ. ჩვენ ვმუშაობთ, ჩამოყალიბებული გუნდი ვართ და ამ მიმართულებით ცვლილებების მგონი არავითარი არც საჭიროებაა და ამ ცვლილებების არც მოლოდინი არ გვაქვს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.