მაია ცქიტიშვილი - ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალსა და შენებას
ხმა მივეცი ქვეყნის წარმატებას, ევროპულ მომავალს, განვითარებას, შენებასა და ისეთ სახელმწიფოს, სადაც ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა თანამოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცედურების უსაფრთხოდ წარმართვისთვის ეპიდემიოლოგებმა და ცესკო-მ აქტიურად იმუშავეს.
„მიხარია, რომ რიგებს ვხედავ საარჩევნო უბნებთან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები დიდი აქტიურობით აძლევენ ხმას. მნიშვნელოვანია, ყველამ დავაფიქსიროთ არჩევანი. არ დაიზაროთ, მოდით არჩევნებზე, მიეცით ხმა, ამას სჭირდება სულ რამდენიმე წუთი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.