მაია ცქიტიშვილი - ხმა მივეცი ქართულ ტრადიციებსა და ფასეულობებზე დაფუძნებულ ევროპულ მომავალს, მშვიდ და სტაბილურ განვითარებას
ხმა მივეცი ჩვენ ქართულ ჭეშმარიტ ფასეულობებზე და ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპულ მომავალს, სიმშვიდეს, განვითარებას, ერთიანობას, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.
მაია ცქიტიშვილმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„მოგიწოდებთ ყველას, მობრძანდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ თქვენი ხმა”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მინისტრმა საკუთარი არჩევანი ვაკის მეორე ოლქის მეჩვიდმეტე უბანზე დააფიქსირა.