მაია ცქიტიშვილი – ხმა მივეცი ქართულ ტრადიციებსა და ფასეულობებზე დაფუძნებულ ევროპულ მომავალს, მშვიდ და სტაბილურ განვითარებას

14:24, 28.10.2018

ხმა მივეცი ჩვენ ქართულ ჭეშმარიტ ფასეულობებზე და ტრადიციებზე დაფუძნებულ ევროპულ მომავალს, სიმშვიდეს, განვითარებას, ერთიანობას, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.

მაია ცქიტიშვილმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მოგიწოდებთ ყველას, მობრძანდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ თქვენი ხმა”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრმა საკუთარი არჩევანი ვაკის მეორე ოლქის მეჩვიდმეტე უბანზე დააფიქსირა.

მსგავსი