მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა არსებული გამოწვევების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევა იქნება
ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
მაია ცქიტიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე პირველ ვიცე-პრემიერად წარადგინა.
„ჩემი, როგორც ვიცე-პრემიერის, ფუნქცია იქნება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარება, არამედ იმ ქმედებების კოორდინაცია, რომელიც ეკონომიკურ გუნდს აერთიანებს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.