მაია ბუწაშვილი - ვიდრე პანდემიის პერიოდში ვართ, უმჯობესია, სასწრაფოს ბრიგადები ყველა გამოძახებაზე შესაბამისი ეკიპირებით გადიოდნენ
მაია ბუწაშვილი – ვიდრე პანდემიის პერიოდში ვართ, უმჯობესია, სასწრაფოს ბრიგადები ყველა გამოძახებაზე შესაბამისი ეკიპირებით გადიოდნენ, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა მედპერსონალისთვის უწყვეტი ტრენიგნების ჩატარების აუცილებლობაზე.
„ახლა უტარდებათ ტრეინინგები ჯანდაცვის მუშაკებს, თუმცა ეს ერთჯერადი ტრეინინგები საკმარისი არ არის და უწყვეტ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს, თანაც, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებით და საბოლოო შედეგს დავდებთ. თავიდან მაინც მოუმზადებლად და ქაოტურად შეხვდნენ ჯანდაცვის მუშაკები. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების ბრიგადებს, მე ვფიქრობ, ალბათ ჯობია, ისინი ისეთ რეჟიმზე გადავიდნენ, რომ ყველა გამოძახებაზე იარონ შესაბამისი ეკიპირებით და ოპერატორის მიერ არ იყოს იმის გარჩევა, არის თუ არა რისკის ქვეშ პაციენტი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უნდა მოინახულოს. ზოგჯერ, რთულია ამის გარჩევა და თუ შესაძლებელი იქნება, რომ ყველა გამოძახებაზე ბრიგადა შესაბამისი ეკიპირებით მიდიოდეს, კარგი იქნება.
ტრენინგები უწყვეტ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მაინც ძალიან რთული იქნება თავიდან შეფასება, რა ტიპის პაციენტთან მიდის ბრიგადა. ხშირად, სიმპტომებიც ატიპურია. თუკი შესაძლებელი იქნება, ალბათ მაინც ჯობია, რომ ჯერჯერობით, ვიდრე ამ პანდემიის პერიოდში ვართ, შესაბამისი ეკიპირებით გადიოდნენ ბრიგადები ყველა მისამართზე“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.