მაია ბითაძე - ოპოზიცია, რომელიც კამერების წინ მუდმივად ყვირის, პარლამენტში გუშინდელ დახურულ სხდომაზე კონსტრუქციული იყო, რაც ჩვენთვის საოცარი იყო
მაია ბითაძე - ოპოზიცია, რომელიც კამერების წინ მუდმივად ყვირის, პარლამენტში გუშინდელ დახურულ სხდომაზე კონსტრუქციული იყო, რაც ჩვენთვის საოცარი იყო

გუშინდელი დახურული სხდომა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის უნიკალური გახდა – იმდენად კონსტრუქციული იყო ოპოზიცია, რომელიც კამერების წინ მუდმივად სხვადასხვა თემაზე ყვირის, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა.

მაია ბითაძის თქმით, ეს უმრავლესობის დეპუტატებისთვის საოცარი იყო.

ამასთან, როგორც ბითაძემ აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა.

„უწყების მიზანია, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს, განსაკუთრებით მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როცა დიდი გარე და შიდა ძალები ცდილობენ, ქვეყანაში იყოს არეულობა. იმედია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მეტი რესურსით გააგრძელებს იმ წარმატებულ საქმიანობას, რაც ამ ქვეყნის სტაბილურობისკენ არის მიმართული“, – განაცხადა მაია ბითაძემ.