მაია ბითაძე - გიორგი ვაშაძეს მოვუწოდებ, პარლამენტში გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის განხილვისას უფრო მეტად დაინტერესდეს და უტოპიურ განცხადებებს ნუ გააკეთებს ჩრდილოვან კაბინეტზე
გიორგი ვაშაძეს მოვუწოდებ, როცა პარლამენტში გეოლოგიას და ჰიდროლოგიას განვიხილავთ, ამით უფრო მეტად დაინტერესდეს და შემდეგ უტოპიურ განცხადებებს ნუ გააკეთებს პოლიტიკური მმართველობის ჩრდილოვან კაბინეტზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩრდილოვან კაბინეტზე გიორგი ვაშაძის განცხადება არასერიოზულია.
„საბედნიეროდ, ჩრდილოვან კაბინეტზე ახალი უტოპია არ მომისმენია. ყველა ასეთი განცხადება მიმართულია სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრაზე. ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები ზრუნავდნენ საკუთარი სახელმწიფოს გაძლიერებაზე, ყველანაირად ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ. ეს ყველაფერი არასერიოზულია. გიორგი ვაშაძეს მოვუწოდებ, როცა პარლამენტში, მათ შორის, გეოლოგიას და ჰიდროლოგიას განვიხილავთ, ამით უფრო მეტად დაინტერესდეს და შემდეგ უტოპიურ განცხადებებს ნუ გააკეთებს პოლიტიკური მმართველობის ჩრდილოვან კაბინეტზე“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „გამარჯვების პლატფორმას“ ეყოლება როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ისე ჩრდილოვანი კაბინეტი.