მაჰმუდ აჰმადინეჯადის ადვოკატი ირანის ექსპრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
მაჰმუდ აჰმადინეჯადის ადვოკატი ირანის ექსპრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ირანის ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის ადვოკატი ადელ ჰაიდარი უარყოფს ინფორმაციას ირანის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ. ამის შესახებ რადიო „ფრანსი“ საინფორმაციო პორტალ „ერემ ნიუსზე“ დაყრდნობით იუწყება.

„ინფორმაცია ჩემი კლიენტის დაკავების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა საინფორმაციო პორტალ „ერემ ნიუსთან“ ირანის ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა.

რამდენიმე საათის წინ გამოცემა Al-Quds Al-Arabi-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანში საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს. გამოცემის ინფორმაციით, ირანის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის თანხმობით აიყვანეს.