გავრცელებული ინფორმაციით, ირანში ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს
გავრცელებული ინფორმაციით, ირანში ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს

ირანში საპროტესტო აქციების მხარდაჭერის გამო, ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს. ინფორმაციას გაზეთი Al-Quds Al-Arabi-ი ავრცელებს.

როგორც გაზეთის ჟურნალისტები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყებიან, ირანის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ხამენეის თანხმობით აიყვანეს. ამის მიზეზი გახდა პოლიტიკოსის  განცხადებები, რომელიც მან ანტისამთავრობო აქციებზე გააკეთა.

როგორც ირანული გამოცემა წერს, აჰამდინეჯადიმ ბუშერში გამართულ აქციის მონაწილეებს მიმართა სიტყვით. მისი თქმით, ირანის ზოგიერთმა მმართველმა ხალხის პრობლემების შესახებ არაფერი იცის. მან ასევე განაცხადა, რომ მოქალაქეები პრეზიდენტ ჰასან რუჰანის მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილო  არიან.

ყოფილი პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით ირანში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.