მაღაზია „ზღაპარის“ ვარკეთილის ფილიალმა, სადაც ერთ-ერთ მენეჯერს კორონავირუსი დაუდასტურდა, მუშაობა განაახლა.
მაღაზიის გენერალური დირექტორის, თამარ უდესიანის ინფორმაციით, მარკეტს ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები. მისი თქმით, აღნიშნული ფილიალის 20-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება და ადგილზე ქსელური მაღაზიის სხვა თანამშრომლები მუშაობენ.
„კოვიდ-19“-ის დადასტურების შემდეგ, დავკეტეთ მარკეტი, ჩავატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები, თანამშრომლები გადავიყვანეთ თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე ჯერ „პისიარ“ ტესტირებები არ ჩატარებიათ. სულ ორი დღის გამოსული იყო მენეჯერი სამსახურში, მესამე დღეს დაუდასტურდა ვირუსი. როცა ეპიდემიოლოგები ჩათვლიან საჭიროდ, რომ ჩაუტარდეთ „პისიარ“ ტესტირება, ჩაუტარდებათ და შესაბამისად, პასუხებიც გვეცოდინება. რაც შეეხება მარკეტს, დაიკეტა, ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები და მეორე დღეს გაიღო“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს სუპერმარკეტის გენერალურმა დირექტორმა, თამარ უდესიანმა.
მაღაზია „ზღაპარის“ ვარკეთილის ფილიალის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი 6 სექტემბერს დაუდასტურდა.