მაღაზია „სპარის“ თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა
მაღაზია „სპარის“ თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სპარში“ მომხმარებელსა და მაღაზიის კონსულტანტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მომხმარებელმა მაღაზიის თანამშრომელს ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

სპარის“ თანამშრომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაღაზიის მომხმარებელი უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს.