მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი, რომელსაც მომხმარებელმა დაზიანება მიაყენა, გარდაიცვალა
მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი, რომელსაც მომხმარებელმა დაზიანება მიაყენა, გარდაიცვალა

მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ მომხმარებელმა დაზიანება მიაყენა, გარდაიცვალა.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ხეჩინაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი 30 დეკემბრიდან იყო მოთავსებული.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მამაკაცს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შემთხვევა „სპარის“ ერთ-ერთ სუპერმარკეტში 30 დეკემბერს მოხდა. პოლიციამ ფაქტზე ერთი პირი მალევე დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.