მაღალი რისკის ზონებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს ორ კვირაში ერთხელ პისიარ ტესტირება ჩაუტარდება
სამედიცნო პერსონალს, რომელიც მაღალი რისკის ზონებში მუშაობს, ორ კვირაში ერთხელ პისიარ ტესტირება ჩაუტარდება.
როგორც დაავადებათა კონოტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ხათუნა ზახაშვილმა დღევანდელი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, საუბარია ე.წ. ცხელებისა და კოვიდკლინიკებში, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადებში მომუშავე პირებზე.
„ყველა სხვა სამედიცინო პერსონალს, ჩაუტარდება პირველადი ტესტირება ანტისხეულებზე, უმთავრესად სწრაფი ტესტებით. თუ გამოვლინდა კომბინაცია ანტისხეულების დადებითი მაჩვენებლების, მათ შემდეგ ჩაუტარდებათ პისიარტექნოლოგიითაც ტესტირება, რათა გამოირიცხოს მათში აქტიური ინფექციის არსებობა“, – აღნიშნა ზახაშვილმა.