მადრიდში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც მეორე ქართველი დანით დაჭრა
მადრიდში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც მეორე ქართველი დანით დაჭრა

მადრიდში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც მეორე ქართველი დანით დაჭრა. სისხლიანი გარჩევა 12 სექტემბერს სასამართლოს შენობასთან მოხდა.

ესპანური მედიის ცნობით, საქართველოს 33 წლის მოქალაქე, ასევე ქართველ 44 წლის მამაკაცს დაესხა თავს და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. პოლიციამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

33 წლის მამაკაცი, რომელიც ჩხუბის დროს მსუბუქად დაიჭრა, სამართალდამცავებმა დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.