საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მადრიდში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა.
როგორც უწყებაში აცახდებენ, მადრიდშივე იმყოფება ინფიცირებულის ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად იზოლაციაშია.
„მადრიდში კორონავირუსით დაინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც ამავდროულად გახლავთ ონკოლოგიური პაციენტი. იგი მოთავსებულია კლინიკაში და იღებს შესაბამის მკურნალობას. მადრიდშივე იმყოფება მისი ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად არის იზოლაციაში.
საკონსულო მუდმივ კავშირზეა ოჯახთან და კლინიკასთან“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს უწყებაში.
ამასთან, დღესვე გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსით საქართველოს ერთი მოქალაქე ათენშიც დაინფიცირდა.