მადრიდის „რეალის“ დანაკლისი „ეიბართან“ მატჩის წინ - ნაჩო ფერნანდესი ტრავმირებულია
მადრიდის „რეალის“ მცველმა ნაჩო ფერნანდესმა ერთ-ერთ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, იუწყება სამეფო კლუბის ოფიციალური საიტი. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კუნთი აქვს დაზიანებული. მისი გამოჯანმრთელების დრო ჯერ-ჯერობით არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატი 13 ივნისს განახლდება, მადრიდის „რეალი“ კი თავის პირველ მატჩს 14 ივნისს „ეიბარის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.