ბენზემას დუბლის დახმარებით „რეალმა“ ესპანეთის ჩემპიონატი იოლი მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

07:04, 15.08.2021
VITORIA-GASTEIZ, SPAIN – AUGUST 14: Karim Benzema of Real Madrid  celebrates with David Alaba after scoring their team’s third goal  during the LaLiga Santader match between Deportivo Alaves and Real Madrid CF at Estadio de Mendizorroza on August 14, 2021 in Vitoria-Gasteiz, Spain. (Photo by Juan Manuel Serrano Arce/Getty Images)

სტარტი აიღო ესპანეთის ლა ლიგას გათამაშებამ. პირველ ტურში მოიგო თავისი შეხვედრა მადრიდის „რეალმა“, რომელიც პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის დაბრუნების შემდეგ.

მადრიდელებმა სტუმრად 4:1 გაანადგურეს „ალავესი“. ეს ლა ლიგაში ამ გუნდების მე-17 შეხვედრა იყო და „რეალმა“ მეცამეტედ მოიგო.

„რეალის“ შემადგენლობაში დუბლი შეასრულა ქარიმ ბენზემამ. 2021 წელს ფრანგს 17 გოლი აქვს ლა ლიგაში. უფრო მეტი მხოლოდ საფრანგეთში გადასულ ლიონელ მესის (23) გაუტანია.

ბენზემამ ანგარიში ედენ აზარის ბრწყინვალე პასით გახსნა. თითო გოლი „ალავესის“ კარში ნაჩო ფერნანდესმა და ვინისიუსმა გაიტანეს. აღსანიშნავია სადებიუტო მატჩში დავიდ ალაბას შედეგიანი პასი.

„ალავესის“ რიგებში პენალტით ხოსელუმ გაიტანა და არ მისცა „მშრალი“ მატჩის ჩატარების საშუალება ტიბო კურტუას, რომელიც მე-100 შეხვედრას ატარებდა ლა ლიგაში.

მსგავსი