„რეალის“ რამდენიმე ფეხბურთელი ანჩელოტით უკმაყოფილოა #1TVSPORT
„რეალის“ რამდენიმე ფეხბურთელი ანჩელოტით უკმაყოფილოა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ რამდენიმე ფეხბურთელი უკმაყოფილოა მთავარი მწვრთნელით, კარლო ანჩელოტით. ამის შესახებ წერს გამოცემა The Athletic-ი.

წყაროს ცნობით, ეს ფეხბურთელები უკმაყოფილებას გამოხატავენ სათამაშო დროის შემცირების გამო. ამასთან, თავად ანჩელოტის არ შეუძლია, მკაფიო პასუხი გასცეს კითხვას კლუბში ამ მოთამაშეების მომავალთან დაკავშირებით.

კერძოდ, „რეალში“ საკუთარი მდგომარეობა არ მოსწონთ ლუკა მოდრიჩს, ნაჩო ფერნანდესს, არდა გიულერს, ნიკო პასსა და კეპა არისაბალაგას.