მადრიდის ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას უცხოელ ექიმებს სთხოვს
მადრიდის ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას უცხოელ ექიმებს სთხოვს

ესპანეთში, მადრიდის ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას უცხოელ ექიმებს სთხოვს. რეგიონული მთავრობის მეთაურის მოადგილის თქმით, მადრიდი მზად არის, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან 300 ექიმი დაიქირავოს, რათა კორონავირუსის მეორე ტალღას გაუმკლავდეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეგიონი კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. დედაქალაქში ნაწილობრივი კარანტინი გამოაცხადეს. 850 ათასზე მეტ ადამიანის გადაადგილება შეზღუდული აქვს.

ადგილობრივი მთავრობა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ხანში ესპანეთის დედაქალაქში კარანტინის ზონები გაფართოვდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვირუსი კიდევ გავრცელდება.

მადრიდის რეგიონი ასევე მოუწოდებს ცენტრალურ ხელისუფლებას, 222 პოლიციელი გამოყოს, რომლებიც რეგიონში კარანტინის წესების დაცვაში დაეხმარებიან ადგილობრივ სამართალდამცველებს.