Madrid Fusion - სტუმარმასპინძლობა საქართველოში მთავარი კერძია
Madrid Fusion - სტუმარმასპინძლობა საქართველოში მთავარი კერძია

საერთაშორისო გასტროკონგრესის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე Madrid Fusión-ის ფეისბუქგვერდი საქართველოს  შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.

„საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“, – აღნიშნულია პოსტში.

საქართველო Madrid Fusión 2024-ზე 29-31 იანვარს სტუმრის სტატუსით წარდგება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.

მათივე ცნობით, სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.