მადონამ და მაილი საირუსმა კორონავირუსის გამო კონცერტების გამართვაზე უარი თქვეს
მადონამ და მაილი საირუსმა კორონავირუსის გამო კონცერტების გამართვაზე უარი თქვეს. „ბიბისის“ ცნობით, მაილი საირუსმა ავსტრალიური ტურნე გააუქმა.
მისივე თქმით, ის დაემორჩილება სპეციალისტების რეკომენდაციას და სახლში დარჩება.
მადონა იძულებული გახდა პარიზში დაგეგმილი ორი კონცერტი გაეუქმებინა, რადგან საფრანგეთის მთავრობამ აკრძალა მასობრივი ღონისძიებები, რომელზეც 1000-ზე მეტი ადამიანი იკრიბება.
ჯგუფმა „ფერლ ჯემ“ ჩრდილოეთ ამერიკაში დაგეგმილი ტურნე გააუქმა. ამის მიზეზად ჯგუფის წევრებმა კორონავირუსის გავრცელება დაასახელეს.