მაჩალიკაშვილების ადვოკატის ინფორმაციით, ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგები დღეს გახდება ცნობილი
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.
„ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგები დაგვიდასტურებს, თუ რა ტრაექტორიით მოხდა გასროლა. ველოდები, თუ რა მანძილით იყო ეს გასროლა განხორციელებული“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.