ლუხუმ ჩხვიმიანი ოქროსთვის, ხოლო მარგველაშვილი, ნინიაშვილი და პაპინაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ | მინსკი [ვიდეო] 2019
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოში 60 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუხუმ ჩხვიმიანი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ის ფინალში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს შეხვდება. ამავე წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლის აღებას შეეცდება. ასევე მესამე ადგილისთვის კიდევ ორი ქართველი – ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) იჭიდავებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ღირსებას წლევანდელ ტურნირზე ერთადერთი ქალი ძიუდოსტი – ეთერ ლიპარტელიანი იცავდა, რომელიც მეორე წრეში დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. მინსკის ევროპული თამაშების გამო, წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი არ გაიმართება, ამიტომ თამაშები ევროპირველობის რანგში არის აყვანილი.
დღეს ფინალური ბლოკი თბილისის დროით 18:00 სააათზე დაიწყება.