ლუიზიანასა და ტეხასის შტატებში ქარიშხალ „ბერილის“ შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული
აშშ-ში, ლუიზიანასა და ტეხასის შტატებში ქარიშხალ „ბერილის“ შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანია დაღუპული, სამ მილიონამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ქარიშხალი „ბერილი“ აშშ-ის სამხრეთ ნაწილს რვა ივლისს დაატყდა თავს. სპეციალისტებმა ქარიშხალს პირველი კატეგორია მიანიჭეს, მოგვიანებით კი მისი სიმძლავრე შემცირდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეები გადაუღებელი წვიმისა და ძლიერი ქარის შესახებ გააფრთხილა, რაც შესაძლოა, ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს.
სტიქიის გამო ჰიუსტონის აეროპორტიდან დაგეგმილი 1 100 ფრენა გაუქმდა.
ტეხასში 2,6 მილიონი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მანამდე ქარიშხალმა „ბერილმა“ კარიბის ზღვის აუზის სახელმწიფოებს გადაუარა, სადაც სტიქიას 10 ადამიანი ემსხვერპლა.