ლუიზიანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ათი მცნების განთავსება გახდა სავალდებულო
ლუიზიანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ათი მცნების განთავსება გახდა სავალდებულო

ლუიზიანა აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც საჯარო სკოლების კლასებსა და უნივერსიტეტების აუდიტორიებში ათი მცნების განთავსება სავალდებულო გახდა.

რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ მხარდაჭერილ ამ ზომას ხელი მოაწერა გუბერნატორმა ჯეფ ლანდრიმ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ კანონს სამოქალაქო უფლებებზე მომუშავე ჯგუფები გააპროტესტებენ, რომლებიც აცხადებენ, რომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორებით არის გათვალისწინებული, ხოლო აღნიშნული ზომა ამ პრინციპს ეწინააღმდეგება.

ხელმოწერილი კანონის მიხედვით, სასწავლო დაწესებულებებში გამოსაკრავი ფურცელი უნდა შეიცავდეს „დიდი, ადვილად წასაკითხი შრიფტით“ დაწერილ წმინდა ტექსტს.

1980 წელს აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მსგავსი კანონი გააუქმა, რომელიც საჯარო სკოლებს საკლასო ოთახებში ათი მცნების გაკვრას ავალდებულებდა.