ლუიზა ვინტონი - საქართველოს სჭირდება ძლიერი ფინანსური ინსტიტუციები, საკანონმდებლო გარემო და სასამართლო, „თიბისი ბანკის“ შემთხვევა არის გამოცდა ამ სამი ელემენტისთვის
საქართველოს სჭირდება ძლიერი ფინანსური ინსტიტუციები, საკანონმდებლო გარემო და სასამართლო. „თიბისი ბანკის“ შემთხვევა არის გამოცდა ამ სამი ელემენტისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარების ინიციატივის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
„რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება ძლიერი ფინანსური ინსტიტუციები, ძლიერი საკანონმდებლო გარემო, ძლიერი სასამართლო. ჩვენი პროექტი ზუსტად ამ სამი კომპონენტის განვითარებას ემსახურება, „თიბისი ბანკის“ და მსგავსი შემთხვევები არის გამოცდა ამ სამი ელემენტისთვის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ სამოქალაქო აქტივობას ამ პროცესის გარშემო და მოვუწოდებთ ყველას, ეს პროცესი იყოს კანონთან მაქსიმალურად მიახლოებული და სრულიად გამჭვირვალე“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
ევროკავშირმა და გაერო-ს განვითარების პროგრამამ დღეს ახალი ინიციატივა წარადგინეს, რომელიც საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების – მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას ემსახურება.