ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ექვსი ნიმუში შემოწმდა, გამოკვლევამ უარყოფითი შედეგები აჩვენა
გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ექვსი პაციენტის ნიმუშიდან კორონავირუსის ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა.
გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ექვსი პაციენტის ნიმუშიდან კორონავირუსის ინფექცია არც ერთს არ დაუდასტურდა. აქედან ორი განმეორებით აღებული სინჯია.
დღეისთვის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 49 პაციენტია მოთავსებული. აქედან 45 საქართველოს მოქალაქეა, რომელთა შორის 10 სამხედრო მოსამსახურეა. რაც შეეხება დანარჩენ ოთხს პაციენტს, ისინი აზერბაიჯანისა და ბულგარეთის მოქალაქეები არიან. მედიკოსების შეფასებით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებული ყველა სუბიექტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დღემდე ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცე ათმა სუბიექტმა დატოვა.