„ლუფთანზას“ თანამშრომლები ანაზღაურების გაუმჯობესების მოთხოვნით 7 ნოემბერს გაიფიცებიან
ავიაკომპანია „ლუფთანზას“ თანამშრომლების მიერ 7 ნოემბერს დაგეგმილი გაფიცვა სასამართლომ კანონიერად ცნო. გადაწყვეტილება ფრანკფურტის სასამართლომ მიიღო.
ავიაკომპანია „ლუფთანზაში“ აცხადებენ, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ბორტგამცილებლების პროფესიულმა კავშირმა საკუთარ წევრებს მოუწოდა შეუერთდნენ 48-საათიან გაფიცვას.
გაფიცვა ხვალ დილით დაიწყება. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე აქცია და კომპანია „ლუფთანზას“ სათავო ოფისთან მიტინგის ჩატარება.
პროფკავშირი ავიაკომპანიის ხელმძღვანელობისგან შრომით ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები 20 ოქტომბერსაც გაიფიცნენ, რის გამოც ასზე მეტი რეისი გადაიდო.