ლუბა გოლოვინა ვერცხლის მედლის მფლობელია | მინსკი 2019 [ვიდეო]
ლუბა გოლოვინა ვერცხლის მედლის მფლობელია | მინსკი 2019 [ვიდეო]

მინსკ არენაზე მიმდინარე ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრზე ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში გასულ ექვს საუკეთესო სპორტსმენს შორის მან 53.990 ქულით მეორე შედეგი აჩვენა და მხოლოდ ფრანგ მეტოქეს ლეა ლაბრუსეს ჩამორჩა. ლაბრუსემ 54.800 ქულით ოქროს მედალი მოიგო. ბრინჯაოს მფლობელი 53.970 ქულით ბელარუსი ჰანა ჰანჩაროვა გახდა. ჰანცაროვამ ბაქოს ევროპულ თამაშებზეც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

გოლოვინას მედალი მეოცეა საქართველოს ნაკრების ყულაბაში.