ლუბა გოლოვინა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ლუბა გოლოვინა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატმა ბატუტზე ხტომაში დღეს ტოკიოში აიღო სტარტი. პირველი დღის შედეგებით საქართველოს ნაკრების წევრი ლუბა გოლოვინა საუკეთესო 24 მონაწილეს შერის მოხვდა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მხოლოდ 1 ქულა დააკლდა ნახევარფინალში გასასვლელად თენგიზ კოშკაძეს.

ჩემპიონატში მონაწილეობას 37 ქვეყნის 336 წარმომადგენელი იღებს. მედლებთან ერთად ტურნირზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების 16 საგზური თამაშდება – 8 გოგონებში, 8 ბიჭებში.

ნახევარფინალები 30 ნოემბერს გაიმართება. ფინალში 8 საუკეთესო ბატუტზე მხტომელი მოხვდება.