ბატუტზე ხტომა | საქართველოს იუნიორთა ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ბატუტზე ხტომა | საქართველოს იუნიორთა ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ქალაქ რიმინიში, ბატუტზე მხტომელთა შორის იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე მაია ბოჭორიძისა და ანა ლაპიაშვილის წყვილმა სინქრონულ ხტომებში მეხუთე შედეგი დააფიქსირეს ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში კი, ჩვენმა გოგონებმა საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ჩემპიონობა იზეიმეს.

უფროსებში, გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების ღირსება გუნდურ პირველობაზე ლუბა გოლოვინამ, ანანო აფაქიძემ, თეონა ჯანჯღავამ და სოფიო დაშნიანმა დაიცვეს.