ბატუტზე ხტომა | ლუბა გოლოვინამ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT
ბატუტზე ხტომა | ლუბა გოლოვინამ პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა #1TVSPORT

ოლიმპიური თამაშების ლიცენზიატ ქვეყანათა რიცხვს საქართველოც შეუერთდა – პარიზის საგზურის მოპოვება ოლიმპიური თამაშების სამგზის მონაწილემ, (პეკინი 2008, ლონდონი 2012, რიო 2016), ევროპული თამაშების ვერცხლისმედალოსანმა, ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ მსოფლიო თასის სერიებში დაგროვილი სარეიტინგო ქულებით შეძლო.

ქალთა შორის პარიზის ოლიმპიურ ბატუტზე გამოსვლის უფლება მოიპოვეს ჩინეთმა, დიდ ბრიტანეთმა, იაპონიამ, საფრანგეთმა, ახალმა ზელანდიამ, ესპანეთმა, აზერბაიჯანმა, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენლებმა და საქართველომ.

აღსანიშნავია, რომ 2 აგვისტოს პარიზის „ბერსი არენაზე“ ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლა თითო ქვეყნიდან, მაქსიმუმ, ორ სპორტსმენს შეეძლება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბატუტზე ხტომაში სახელობითი ოლიმპიური კვოტები არ თამაშდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზში წამსვლელი შემადგენლობის შერჩევისას საბოლოო გადაწყვეტილებას ეროვნული ფედერაცია მიიღებს.