ლუბა გოლოვინა ფინალში იასპარეზებს | მინსკი 2019
ლუბა გოლოვინა ფინალში იასპარეზებს | მინსკი 2019

„მინსკ არენაზე“ ბატუტზე ხტომაში საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრში ორმა ქართველმა, თეონა ჯანჯღავამ და ლუბა გოლოვინამ მიიღეს მონაწილეობა.

ფინალურ ეტაპზე მხოლოდ გოლოვინა გადავიდა. 23 მონაწილეს შორის მან 99.600 ქულით მერვე ადგილი დაიკავა და რვა საუკეთესოს შორის მოხვდა. თეონა ჯანჯღავამ 92.570 ქულა დააგროვა და ასპარეზობა მე-15 პოზიციაზე დაასრულა.

შეჯიბრის წესების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას ერთი ქვეყნის 2 წარმომადგენელი შეძლებდა, ფინალში მხოლოდ 1, მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე გადავიდოდა.