თბილისში, ლოტკინის დასახლებაში უამინდობის შედეგად თუთის ხე წაიქცა და საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტს საცხოვრებელი სახლის მეპატრონემ განუცხადა, მაშველები ხეს მოჭრიან და ადგილიდან გაიტანენ. მაშველების თქმით, ხის სიმძიმის გამო, სახლის დანგრევის საშიშროებაა.
ავტორი -
გიორგი ჩიკვილაძე