ლოტკინის დასახლებაში თუთის ხე სახლს დაეცა
ლოტკინის დასახლებაში თუთის ხე სახლს დაეცა

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში უამინდობის შედეგად თუთის ხე წაიქცა და საცხოვრებელი სახლის სახურავს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტს საცხოვრებელი სახლის მეპატრონემ განუცხადა, მაშველები ხეს მოჭრიან და ადგილიდან გაიტანენ. მაშველების თქმით, ხის სიმძიმის გამო, სახლის დანგრევის საშიშროებაა.